პრემიერი: “მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს სპორტის წარმატებისთვის. ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს”

“მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის. ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე თითოეულ სპორტსმენს გადაცემა 50-50 ათასი ლარი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის. ამ წარმატების უკან დგას ძალიან დიდი, გამორჩეული, პროფესიონალების გუნდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა, გამოვთქვა მწვრთნელების მიმართ. ეთერ თუთბერიძე, პაველ სლიუსარენკო, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში. ცალკე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფედერაციის საქმიანობა. სწორედ ფედერაციის წარმატებული საქმიანობის შედეგია ის გამორჩეული შედეგები, რომელსაც მიღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს და თითოეულ თანამშრომელს მათი განსაკუთრებული პატრიოტიზმისთვის და ძალისხმევისთვის, რისი შედეგიც არის ჩვენი სპორტული მიღწევები.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარალიმპიელ სპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც იდენტური ფულადი ჯილდო იქნება დაწესებული. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ. დღეს თქვენ გადმოგეცემათ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები და ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება. ეს არის ის ჯილდოები, რომლებსაც თქვენ იმსახურებთ საქართველოს სახელმწიფოსგან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img