თბილისის საკრებულოში გამართულ საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიღებას სპორტის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი დოლაბერიძე და ლევან მგალობლიშვილი – დაესწრნენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა საერთაშორისო არენაზე. ხორვატიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ჩატარებული ორი თამაშიდან გუნდმა ორივეში გაიმარჯვა, მსოფლიოს რეიტინგში 7 ქვეყანას გაუსწრო და 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ღონისძიების მიზანი ქალთა რაგბის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.




