„გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30%-ით უფრო იაფი იყო იმაზე, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი, ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე. და რით მოახერხა ეს? წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ”

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.

„ბევრი წარმოებისგან ან დისტრიბუციისგან, რომლებიც თვლიან, რომ თუ ქსელებზე ბევრ ცუდს იტყვიან, ამით რაღაც კარგი მოხდება, მათგან განსხვავებით, მე ვთვლი, რომ თუ მე მომწოდებელმა პროდუქტი მომაწოდა რაღაც ფასად და მე ეს მივიღე ამ ფასად, ე.ი. ჩვენ შორის შედგა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, ბიზნეს გარიგება და მე სადღაც წასვლა, დავუშვათ იმაზე, თუ რატომ მომაწოდა ამ ფასად, ჯობს, რომ წავიდე იმ ქვეყანაში, საიდანაც მან იმპორტი განახორციელა, ჩამოვიტანო ეს პროდუქტი მე თვითონ.

დიდ ქსელებს ასეთი პრაქტიკა აქვთ: მაგალითად, „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30%-ით უფრო იაფი იყო დახლზე, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი, ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე, ვიდრე „ორი ნაბიჯი“ მას დახლზე ყიდდა. რით მოახერხა ეს? წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან პირდაპირ შემოიტანა. მე თუ ეს პროდუქტი ძვირად მომაწოდა მომწოდებელმა და მე ეს მივიღე, ე.ი., ასეთია ჩემი ბიზნეს გადაწყვეტილება იმ მომენტში”, – განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img