პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ალიანსის შესახებ: “ყველა ეს პარტია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდანაა წარმოშობილი. ალბათ, მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება; დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა”

“თქვენ იცით, რომ ყველა ეს პარტია, პრაქტიკულად, არის „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წარმოშობილი. აქედან გამომდინარე, ხდება შესაკრებთა უბრალო გადათამაშება. ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის, არის ის, რომ მოგვიწევს, ალბათ, იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის ალიანსს შეეხებოდა.

„დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში; შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში. ამაზე ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რეალურად, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ეს ახალი ე.წ. ერთობა, რაც იყო წარდგენილი სარჩელში, მათ შორის, „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. აბსოლუტურად ყველა, 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და 2012 წლის შემდეგაც არიან დაკავშირებულნი ან კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“, ან რადიკალურ ოპოზიციასთან, თავმჯდომარით დაწყებული, ყველა ლიდერით გაგრძელებული, მათ შორის, ლევან ცუცქირიძე. მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში, თავის დროზე, რაც ცნობილია, – ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში, ამის შემდეგ მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას“, – აღნიშნა პრემიერმა.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img