Reuters: ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ, რადგან ირანის კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში მომარაგების დეფიციტი შექმნა

ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ. როგორც წყარო იტყობინება, ქვეყანა ცდილობს თავი დააღწიოს ნავთობის მიწოდების დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინდოეთი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 40%-ს ახლო აღმოსავლეთიდან ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს, ხოლო ნედლი ნავთობის მარაგი ქვეყნის მოთხოვნას დაახლოებით 25 დღისთვის აკმაყოფილებს, რაც მას მიწოდების შოკების მიმართ დაუცველს ხდის.

სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა, მათ შორის Indian Oil-მა, BPCL-მა, HPCL-მა და MRPL-მა, ტრეიდერებისგან დაახლოებით 20 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი შეიძინეს.

მანამდე, ინდოეთმა შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები აშშ-ის ზეწოლის ფონზე, მაგრამ არსებულ პირობებში ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები ბაზარზე ბრუნდებიან, რადგან ხელმისაწვდომობა ფასზე უფრო კრიტიკული ხდება.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img