“Human Rights Watch-ი”: “ისრაელმა ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა”

“Human Rights Watch-ი” აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ისრაელმა ამ თვის დასაწყისში სამხრეთ ლიბანის საცხოვრებელ რაიონებში თეთრი ფოსფორი გამოიყენა, რითაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაარღვია.

ახალ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მან დაადასტურა შვიდი ფოტოს ავთენტურობა, რომლებიც ასახავს სამხრეთ ლიბანის იომორის საცხოვრებელ რაიონში გასროლილ თეთრი ფოსფორის ჭურვებს და 3 მარტს იქ სულ მცირე ორ სახლში გაჩენილ ხანძრებს.

ლიბანში მომუშავე “Human Rights Watch-ის” მკვლევარმა რამზი კაისმა განაცხადა: „ისრაელის სამხედროების მიერ საცხოვრებელ რაიონებში თეთრი ფოსფორის უკანონო გამოყენება უკიდურესად საგანგაშოა და საშინელ შედეგებს მოიტანს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“.

„თეთრი ფოსფორით დამწვრობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი ან მძიმე დაზიანებები, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ტანჯვას გამოიწვევს“, – დასძინა მან.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img