შალვა პაპუაშვილი: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და, ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში – ამ მხრივ, არავის და არაფერს ერიდება”

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და, ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში – ამ მხრივ, არავის და არაფერს ერიდება”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმ კამპანიის შესახებ, თითქოს, გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.

„ასე რომ, არ ინერვიულოს არავინ – ვინც საპოვნელია, ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და, თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულებაში, მასაც წარადგენენ.

ეს არის იგივე სქემა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან. ეს არის იგივე სქემა, იგივე ადამიანები, ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხო ძალების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს აქცევენ დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა – მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით გვყავს… და ამაზე უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ – რამდენად ფესვგამდგარია უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში.

ეს არის ჩვეულებრივი დივერსია, როდესაც შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალისთვის და არიან ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. ასე რომ, ეს არის ფაქტი და აქედან უნდა ამოვიდეთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციონერების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გივი თარგამაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

ამასთან, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა გიორგი კანდელაკისა და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“. კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც, შესაძლოა, ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებებია საქართველოს მიმართ – სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა კი განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img