შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის შესახებ: “სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა ამ ადამიანმა სამ წელში დაანგრია”

“თავად სცენას ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად – ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, ამიტომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის შეხვედრაზე დასმული კითხვის პასუხად.

პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ელჩის ქმედებებსა და მის დამოკიდებულებაზე ქართველი ხალხის მიმართ.

„ჩვენ, სამწუხაროდ, ბატონი პეტერისგან ვხედავთ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და არ ვიცი, რატომ აქვს მას ასეთი დამოკიდებულება – გარკვეული ზიზღი “ქართული ოცნებისა” და მისი ამომრჩევლის მიმართ. მინდა, ბატონ პეტერს ვუთხრა: ქართველ ხალხს და, განსაკუთრებით, „ქართულ ოცნებას“, მის ამომრჩეველს ნუ ხდის ზიზღის ობიექტად. სამწუხაროდ, მის პოზიციებში, გამონათქვამებში ეს ზიზღი ძალიან ნათლად ჩანს, რაც საკმაოდ მძიმეა, იმის ფონზე, რომ რა პარტნიორობაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობდა, დღეს გვყავს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს გერმანიას და რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს მის პიროვნულ დონეზე, ფაქტობრივად, ზიზღის პოზიციას „ქართული ოცნების“ მიმართ, ხელისუფლების მიმართ, მისი ამომრჩევლების მიმართ. სულ აპელირებს რაღაც თეორიულ თუ წარმოსახვით საქართველოზე, რომელიც ყოველ დღე მას ხვდება და ემადლიერება და ამით უნდა, რომ დაიმშვიდოს თავი. არ არის სწორი, რომ ზიზღის ობიექტი გახადო საქართველო, ქართველი ხალხი, მისი ხელისუფლება. ეს არ არის ევროპული საქციელი, არ არის ევროპული მიდგომა. ეს არ არის ბოლო ათწლეულების გერმანული მიდგომა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. ასე რომ, სამწუხარო მოვლენასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ბატონი პეტერის შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს უკვე უიმედო შემთხვევაა. ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ივნისს, როდესაც ის წავა საქართველოდან და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ადამიანი ვინც ჩამოვა, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა საქართველოსა და გერმანია შორის ამ ადამიანმა სამ წელში დაანგრია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img