ნიკოლოზ სამხარაძე: “ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი”

“ყველა შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში ჩავატარეთ, იქნებოდა ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ძალიან კონსტრუქციულ გარემოში და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას.

„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრებზე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ომის დეპარტამენტში. ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი. თუმცა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაზეც შევთანხმდით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სამუშაო პროცესს.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა უნდა მიგვიყვანოს ურთიერთობების გადატვირთვასა და გაჯანსაღებამდე. ამისთვის აუცილებელია, რომ შეთანხმებული საკითხები სამუშაო პროცესში გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუშაო პროცესი ძალიან მალე დაიწყება“, –  განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img