შალვა პაპუაშვილი: “საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ეუთო/ოდირის 2024 წლის დასკვნა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია წინ გახედვა”

“საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ მთავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა, იყო ის, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისასალმებელია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არ ექცევა ბრიუსელის გავლენის ქვეშ და თავად ცდილობს, გაერკვეს სიმართლეში და არ აჰყვეს დეზინფორმაციულ კამპანიებს.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმ პირობისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან, – რომ მათთვის სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, მოგვატყუეს. ნაცვლად ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებისა, ჩვენ ბრიუსელისგან ვნახეთ მცდელობა, რომ წაქეზებულიყო რადიკალური დღის წესრიგი. ვნახეთ კონკრეტული უცხოური პოლიტიკური ჯგუფები, ქვეყნებიც კი, რომლებიც აქეზებდნენ საქართველოში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობას და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერს.

ჩვენ ვართ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან აქტიური წევრები. მნიშვნელოვანია ის, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, მისი ახალი ხელმძღვანელიც აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ორგანიზაციას – კონსტრუქციული დიალოგის ხაზს. ამ მხრივ, ჩვენც სრული მზადყოფნა გვაქვს.

ჩვენთვის რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი – რომ ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე. ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ მოარყია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, როგორც ამას, მაგალითად, PACE-ს შემთხვევაში, ევროპარლამენტის შემთხვევაში ახერხებენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ამ გავლენისგან არის მეტ-ნაკლებად დაცული და ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვიოს სიმართლეში და ის თავს მოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, კრიტიკის გარეშე არ მიიღონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img