კომპანია “ზღაპრის“ დირექტორი თამარ უდესიანი: „რამდენიმე მომწოდებელმა თქვა, – ბევრი ვიბრძოლეთ, რათა პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. თვითონ აქვთ გაჩაღებული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და სთავაზობენ ყველა ქსელს, მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს „ქეშბექების“ ასე ზრდას“

„ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული გვაქვს ფასწარმოქმნის შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე – პირველადი მოხმარების პროდუქტს შეეხება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქტს. რა თქმა უნდა, მარჟები განსხვავებულია ფასწარმოქმნის დროსაც და, შესაბამისად, ვითვალისწინებთ „ქეშბექს“ ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნის შემთხვევაში“, – განაცხადა კომპანია „ზღაპრის“ დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც, საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

კითხვაზე, რა შეიძლება დაემართოს ფასს „ქეშბექის“ გაუქმების შემთხვევაში, თამარ უდესიანმა უპასუხა:

„პირობითად, პირველადი მოხმარების პროდუქტები რომ ავიღოთ, რძის პროდუქტები, კვერცხი, იგივე წონის პროდუქტებზე აღვნიშნავ, რომ არანაირი „ქეშბექი“ არ ვრცელდება და ჩვენი ბრუნვის საკმაოდ დიდ წილს წონის პროდუქტები შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სადაც “ქეშბექები” გვაქვს, გვაქვს იმის საშუალება, რომ არა შესასყიდი ფასით, არამედ გაცილებით იაფად გვიდევს თაროზე – არა მხოლოდ აქციის დროს, არამედ რეგულარული ფასიც კი იაფია, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არსებულ სხვა ჩვენს კონკურენტებთან მიმართებით გვიწევს ფასის დაკლება, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ.

ჩვენს ნაწილში ფასი ვერ გაიაფდება, იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე გვაქვს გათვალისწინებული და ბრუნვად პროდუქტებზე უკვე „ქეშბექის“ ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს. რაც შეეხება „ქეშბექის“ ყოველწლიურად ზრდას, ვფიქრობ, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მეწარმემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს, რის წარმოებას დაიწყებს, ხოლო იმპორტიორმა – რის იმპორტს დაიწყებს. მათ მიერ ბაზრის კვლევა არ ხდება. წინა შეხვედრებზე რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, რომ ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ რათა პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. შესაბამისად, ნათელია, რომ მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით; თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს „ქეშბექების“ ასე ზრდას“, – განაცხადა თამარ უდესიანმა.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img
Previous article
Next article