“The Heritage Foundation-ი”: “საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში”

“The Heritage Foundation-ის” 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანას რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც, წინა წელთან შედარებით, 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალურ რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს.

ანგარიში ქვეყნების ეკონომიკურ გარემოს ისეთი საკვანძო კრიტერიუმებით აფასებს, როგორიცაა: საკუთრების უფლებების დაცვა, საგადასახადო ტვირთი, ბიზნესის თავისუფლება და ბიუროკრატიული ეფექტიანობა.

რეიტინგის მიხედვით, ევროპაში საქართველო 44 ქვეყანას შორის მე-20 ადგილს იკავებს. ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი მსოფლიო და რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებს აღემატება. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა კლასიფიცირებულია როგორც „ზომიერად თავისუფალი“.

,,საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში. მთავრობამ განახორციელა რეფორმები რეგულირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ეკონომიკამ ასევე აჩვენა მედეგობის  ზომიერი დონე”, – აღნიშნულია ანგარიშში.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img