“გუშინდელმა დებატებმა “რუსთავი 2-ზე” კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი “ინტელექტუალების” თუ “ექსპერტების” დეგრადაციის ახალი დონე. არგუმენტირებულ მსჯელობას ვერაფერი დაუპირისპირეს, ჩვეულებრივი სიტყვიერი რწყევის გარდა”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„გუშინდელმა დღემ ასევე აჩვენა ოპოზიციის სრული არაადეკვატურობა.
წარმომიდგენია, რა შთაბეჭდილებას დატოვებდნენ ისინი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებზე, რომლებისთვისაც ისინი, მართალია, ნაძირალები, მაგრამ “მათიანი ნაძირალები” არიან. მათ უარი განუცხადეს ხელისუფლებასთან დიალოგზე. გარედან მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიცია ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად პირობები წაუყენოს. ამას ხედავს ყველა.
და ბოლოს, ოპოზიციის ინტელექტუალური დეგრადაციის კაშკაშა მაგალითად გამოდგება ნიკა გვარამიას ნათქვამი – არ ვაპირებ, ვინმეს ვუმტკიცო ვინ არა ვარ; ვაპირებ, ვუმტკიცო, ვინ ვარო.
საზოგადოებას არ სჭირდება იმის მტკიცება, თუ ვინ არის ნიკა გვარამია! და როდესაც ამას ვერ ხვდება (ან ხვდება) და ფიქრობს, რომ მისი დაზიანებული VIN-კოდით პოლიტიკაში მაინც იბოგინებს, ესაა სწორედ მისი და მისნაირების პრობლემა – ახალ “ნაცურ” ალიანსში რომ შეიკრიბნენ და ჰგონიათ, ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს”, – წერს ანჯაფარიძე.




