“არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა, რომ ნაცარი შეეყარა თვალში ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი, დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია. სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერი ახდა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
“ეს არის ისევ ის ხალხი, იგივე სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების სისტემა; ტელევიზიების ტერორისა და მიტაცების სისტემა; სახელმწიფო რეკეტის სისტემა. ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე სხედან და ერთ მენიუში არიან წარმოდგენილნი დიდი დიქტატორის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.
„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ერთიანია და საქართველო კვლავ იმავე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისა და ომისკენ.
„ნაცობა“, როგორც იდეოლოგია, არ ეფუძნება ინდივიდებს და ეს არის მთავარი სირთულე, ვინაიდან ეს არის კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სხვა ქვეყნის მსახურება, სხვა ძალების მსახურება და მათ მოსაწონად ქცევა. იმ სცენაზე არ არიან ინდივიდები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცები“, რომლის მთავარი იდეოლოგიაც სწორედ ეს არის.
„ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია – რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, არის პატრონყმობა და უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.




