სამირა ბაირამოვა მარნეულის რელიგიური პირების განცხადებას აქვეყნებს, რომლებიც გიგა ბოკერიას ბრალდებებს პასუხობენ: „ის ადამიანები, ვისაც იგი აკრიტიკებს, იმავე პირები არიან, ვისთანაც მიდიოდა შეხვედრებზე და სთხოვდა, მისი პარტიისთვის მიეცათ ხმა. ახლა ეს საზოგადოება უცებ რადიკალ ისლამისტებად გადაიქცა?“

აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში მარნეულის ადგილობრივი მედიის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია მარნეულის რელიგიური პირების პასუხი გიგა ბოკერიას მიმართ.

ისინი ბოკერიას წარსულს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ის ადამიანები, ვისაც ბოკერია აკრიტიკებს, იგივე პირები არიან, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა და სთხოვდა, მისი პარტიის სასარგებლოდ მიეცათ ხმა.

ბოკერიას მოუწოდებენ, ისიც გაიხსენოს, რომ დღეების განმავლობაში რჩებოდა მარნეულში.

“მარნეულის რელიგიური პირების პასუხი ბოკერიას“,- წერს „24 ნიუსი“.

“ყოფილი ოპოზიციის ლიდერი უკვე რამდენჯერმე უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებს საქართველოს მუსლიმების მიმართ. მაშინ როცა სწორედ ის ადამიანები, ვისაც იგი აკრიტიკებს, იმავე პირები არიან, ვისთანაც თავად მიდიოდა შეხვედრებზე, ურთიერთობდა მუსლიმურ თემთან და სთხოვდა, მისი პარტიის სასარგებლოდ მიეცათ ხმა.

ახლა კი ეს საზოგადოება უცებ რადიკალ ისლამისტებად გადაიქცა? გაიხსენოს ისიც, რომ დღეების განმავლობაში რჩებოდა მარნეულში, მის სოფლებში და სხვა რეგიონებში და იქ შაურმასაც კი ჭამდა”- წერს ბაირამოვა.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img