ირაკლი კობახიძე: “ჩვენ გვაქვს სწორი კურსი. კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა”

“ჩვენ გვაქვს სწორი კურსი. კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის, ეკონომიკაზე. მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს, ახლა ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი.

კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას, რათა თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის, სრულიად ხელოვნურად, უქმნის ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული. ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

საპატრულო პოლიციამ თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს...

სამართალდამცველებმა, თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...
spot_img

რეკომენდირებული

spot_imgspot_img