„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზით მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციისა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრის შემდეგ.
„დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ აღქმები არის რეალობა, მაგრამ მე მათ შევახსენებ: აღქმები, კი, არის რეალობა და, თუ ეს აღქმები ემყარება ტყუილებს და დეზინფორმაციას, ასეთი რეალობა დიდხანს ვერ ცოცხლობს ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღქმები დავაფუძნოთ რეალურ ფაქტებზე. ეს მისია ემსახურება სწორედ იმას, რომ რეალური ინფორმაცია გავაცნოთ საქართველოს შესახებ”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.




